пятница, 23 октября 2015 г.

ინტერვიუ მწეველთან!

მსურს შემოგთავაზოთ ინტერვიუ, რომელიც ჩავწერე არასრულწლოვან მწეველთან(სურათს რესპოდენტის სურვილის გათვალისწინებით არ ვდებ).
-რამდენი წლის ხარ?
17
-რამდენი წელია რაც  მოიხმარ თამბაქოს?
დაახლოებით 3-4.
-რამ გიბიძგა თამბაქოს მოხმარებისკენ?
ისეთმა არაფერმა. პირველად 10 წლისამ გავსინჯე, მაგრამ არ მომეწონა. შემდეგ, როცა დაახლოებით 14 წლის ვიყავი უფროსმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ გამასინჯეს. მომეწონა და მას შემდეგ მოვიხმარ თამბაქოს.
-თავის დანებება არ გიცდია?
არა, არ მინდა. დღეს  ჩემი ტოლების უმრავლესობა ეწევა სიგარეტს, მოდაშია რა.
თან თუ სიგარეტს ეწევი კაი ტიპი ხარ.
-იცი თუ არა, რა გავლენის  მოხდენა შეუძლია თამბაქოს შენს ორგანიზმზე?
კი, რაღაცები წამიკითხავს, მაგრამ 1 ღერი რას მიზამს?
-შენ წარმოიდგინე და სწორედ  ერთი ღერი სიგარეტი წამლავს ორგანიზმს. ეწვიე ჩემს ბლოგს და გაიგე უფრო მეტი თამბაქოსა და მის მავნებლობაზე. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. 

четверг, 22 октября 2015 г.

მოიხმართ თუ არა თამბაქოს?

თუ ჩემს ბლოგს გადახედავთ, დაინახავთ, რომ მოცემული მაქვს სტატისტიკა თამბაქოს მოხმარების შესახებ.  მიუხედავად იმისა,რომ სოციალური ქსელი და  ინტერნეტ-საიტები დღესდღეისობით ძალიან პოპულარულია, გადავწყვიტე, რომ ქუჩაშიც გამოკითხვა თანატოლებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის ჩამეტარებინა, შემდეგ თემებზე:
1. მოიხმართ თუ არა თამბაქოს?
2. მოიხმარენ თუ არა თამბაქოს თქვენი ოჯახის წევრები?

შედეგები სავალალო აღმოჩნდა. თანატოლთა შორის გამოკითხულთა 50%-ზე მეტი მოიხმარდა თამბაქოს, მათ შორის მოიაზრებოდნენ ბიჭებიც და გოგონებიც, თანაფარდრობით 5:2.  ზოგიერთმა მათგანმა კი თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან, მათი რაოდენობა დაახლოებით 13 %-ს შეადგენდა. ხოლო დარჩენილმა ნაწილმა კი  სასტიკი უარი განაცხადა, რომ ისინი არ მოიხმარდნენ თამბაქოსა და  არც აქვთ  მისი გასინჯვის სურვილი.
 გამოკითხულთა უმრავლესობის ოჯახებში მოიხმარედ თამბაქოს და მუხედავად მათი სურვილისა პასიური მწეველები ხდებიან.


რაც შეეხება უფროს თაობას, მათი უმრავლესობა აქტიურად მოიხმარს სიგარეტს და ოჯახში მწეველადაც ისინი გვევლინებიან. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი აქვთ თავი დაანებონ მოწევას, უნებისყოფობის გამო ვერ ახერხებენ ამას.

среда, 14 октября 2015 г.

რამდენიმე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მოვწიოთ თამბაქო!

1.ერთი წვეთი ნიკოტინი კლავს საშუალო წონის ადამიანს.

2.თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი.    ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.
გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინს და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.

3.თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებს.


4.თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი.

5.თამბაქოს მოხმარებისაგან გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე ერთიანად აღებული შიდსის, ავტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.

6.ყველა 35 წლის ასაკის ქართველ მამაკაცში 5-დან ერთი შემოქმედებითი აქტივობის პერიოდში თამბაქოსაგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.

7.გარდა მძიმე დაავადებებისა, თამბაქო იწვევს პირიდან და თმებიდან უსიამოვნო სუნს, თითებისა და კბილების გაყვითლებას, ტანსაცმელს საფერფლის სუნი ასდის.

8.მიუხედავად მარკის, ხარისხის და ფასისა არ არსებობს ჯანმრთელობისათვის უვნებელი თამბაქოს პროდუქცია.

9.საქართველოში სიგარეტის წევის შედეგად ყოველწლიურად 8-12 ათასი ადამიანი იღუპება, მსოფლიოში 3-4 მილიონი.

10.სიმსივნეების შემთხვევათა 87%-ის გამომწვევი თამბაქოა.

მოწევა კლავს!

,,მოწევა კლავს!"- ეს არის ის სიტყვები, რომელიც თითეულ ჩვენგანს ან სიგარეტის კოლოფზე წაგვიკითხავს ან ქუჩაში გაგვიგონია. თითქოს ყველას გვაქვს შეგნებული თამბაქოს მავნებლობა, მაგრამ შედეგი საპირისპიროს გვიჩვენებს. ვიცით კი თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შედეგად?
მისი მიზეზით მსოფლიოში  ყოველ 10 წამში  1 ადამიანი იღუპება. გვიღირს კი კაცობრიობას  თამბაქო  ასეთ მხვერპლად?
ადამიანები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ, ამით არა მარტო საკუთარ თავს ღუპავენ არამედ მათ გარშემო მყოფთაც უზიანებენ ჯანმრთელობას. ანევრიზმა, რომელიც თამბაქოს ჭარბი მოხმარებითაა გამოწვეული, რისკის ზღვარს პასიურ მწეველებში უფრო აყენებს, ვიდრე აქტიურ მწეველებში. მეცნიერულად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ერთ ღერი სიგარეტი მწეველის სიცოცხლეს 7 წუთით ამცირებს, ხოლო გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-19 ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდება, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი დაიღუპება საშუალო ასაკში, ამდენივე ხანშიშესულობის ასაკში.
თამბაქოს მწეველები უდიდეს ზიანს აყენებენ აგრეთვე გარემოს. მოწეულ სიგარეტს ისინი ქუჩაში ყრიან, რითიც ბუნებას აბინძურებენ, რომელშიც შემდეგ მომვალ თაობასა და ჩვენვე გვიწევს ცხოვრება. ზოგიერთ მწეველს სიგარეტის მოწევა მოდა ჰგონია და მასაა აყოლილი, მაგრამ ის შედეგები, რომელსაც თამბაქო იწვევს გააზრებული არა აქვთ. ხოლო როდესაც უკვე ფაქტის წინაშე დავდგებით, უკვე გნიანი იქნება. ასე, რომ უარი ვუთხრათ თამბაქოს და კარი ფართოდ გავუღოთ ჯანმრთელ ცხოვრებას!

ინტერვიუ ექიმ- ნეფროლოგ ნინო დიდებაშვილთან

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არის გარკვეული მასალა თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით, მაინც გადავწყვიტე, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამეწერა ექიმ-ნეფროლოგ ნინო დიდებაშვილთან.

-- გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ.  გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს მკითხველს.
--მოგესალმებით,  მე გახლავართ ექიმი-ნერფროლოგი ნინო დიდებაშვილი. ვმუშაობ ქ.რუსთავის აზოტის საავადმყოფოში, ნეფროლოგად 5 წელია.
--გთხოვთ ორიოდე სიტყვით მოგვიყვეთ, თუ რა მავნებლობას იწვევს ზოგადად  თამბაქოს მოწევა  და განსაკუთრებით კი ახლაგაზრდებში.
--ალბათ ყველასგან გსმენიათ, რომ თამბაქოს მოწევა პირველ რიგში უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვებზე და გულზე. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. თამბაქოს აქტიური და პასიური მოწევა იწვევს აეროდიგესტიური, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, კიბოს, პათოლოგიურ ორსულობას, მშობიარობის გართულებებს, ახალშობილთა სიმახინჯეებს, ბავშვთა რესპირატორულ და ალერგიულ დაავადებებს; ბავშვებში ანვითარებს არაჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩვევებს და ზრდის მათში ნარკოტიკული დამოკიდებულების რისკს, ამოკლებს ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, წარმოადგენს სიკვდილის ძირითად მიზეზს, საზოგადოებას აყენებს უდიდეს ინტელექტუალურ და ეკონომიურ ზარალს, აფერხებს მის განვითარებას.
გარდა ამისა, თამბაქოს მოხმარება ორსულობის დროს უმრავლეს შემთხვევებში იწვევს  ნაყოფის არასრულყოფილ ჩამოყალიბებას, ფილტვების, თირკმლისა და გულის მუშაობის  პრობლემას. თავდაპირველად შეიძლება ეს პრობლემები არ  გამოიკვეთოს, მაგრამ თავს დროთა განმავლობაში იჩენს. რაც გამოიხატება ჩვილის  ჩამორჩენილ აზროვნებასა და მის არასრულ განვითარებაში. ხშირად, თამბაქო, ნარკოტიკული საშუალებები და მსგავსი შხამებია მრავალი ანომალიის საფუძველი ახალშობილებში.
--რისგან შედგება თამბაქო?
თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%. აგრეთვე იგი შეიცავს 8,4 მგრ ფისს და მომწამვლელ  საღებავებს. ამას ემატება ამონიუმი,კართოგენი(იწვევს ლოკალურ სიმსივნეებს), მეთანი, ძმარმჭავა, ბუთანი და მრავალი ისეთი ნივთიერება, რომელიც არაა სასურველი ადამიანის ორგანიზმისათვის.
--რატომ ხდება ადამიანი თამბაქოზე დამოკიდებული?
თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის – ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების – ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა,დამოკიდებულება და ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში - ,,ნიკოტინური შიმშილი”.
--დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. 
დიდი მადლობა თქვენ, რო ამ თემით დაინტერესდით. მოვუწოდებ დღევანდელ ახალგაზრდობას და არა მარტო მათ, რომ თავი დააღწიონ ამ მომაკვდინებელ სენს. თუ სურთ ჯანმრთელ და სუფთა გარემოში ცხოვრება.

воскресенье, 4 октября 2015 г.

რისგან შედგება თამბაქო?

  • თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს.
  • თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%
  • თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის – ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების – ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა, ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში _ ,,ნიკოტინური შიმშილი”, რაც აბსტინენციური მოვლენების განვითარებას იწვევს.
  • თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებს.