среда, 14 октября 2015 г.

ინტერვიუ ექიმ- ნეფროლოგ ნინო დიდებაშვილთან

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არის გარკვეული მასალა თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით, მაინც გადავწყვიტე, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამეწერა ექიმ-ნეფროლოგ ნინო დიდებაშვილთან.

-- გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ.  გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს მკითხველს.
--მოგესალმებით,  მე გახლავართ ექიმი-ნერფროლოგი ნინო დიდებაშვილი. ვმუშაობ ქ.რუსთავის აზოტის საავადმყოფოში, ნეფროლოგად 5 წელია.
--გთხოვთ ორიოდე სიტყვით მოგვიყვეთ, თუ რა მავნებლობას იწვევს ზოგადად  თამბაქოს მოწევა  და განსაკუთრებით კი ახლაგაზრდებში.
--ალბათ ყველასგან გსმენიათ, რომ თამბაქოს მოწევა პირველ რიგში უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვებზე და გულზე. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. თამბაქოს აქტიური და პასიური მოწევა იწვევს აეროდიგესტიური, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, კიბოს, პათოლოგიურ ორსულობას, მშობიარობის გართულებებს, ახალშობილთა სიმახინჯეებს, ბავშვთა რესპირატორულ და ალერგიულ დაავადებებს; ბავშვებში ანვითარებს არაჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩვევებს და ზრდის მათში ნარკოტიკული დამოკიდებულების რისკს, ამოკლებს ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, წარმოადგენს სიკვდილის ძირითად მიზეზს, საზოგადოებას აყენებს უდიდეს ინტელექტუალურ და ეკონომიურ ზარალს, აფერხებს მის განვითარებას.
გარდა ამისა, თამბაქოს მოხმარება ორსულობის დროს უმრავლეს შემთხვევებში იწვევს  ნაყოფის არასრულყოფილ ჩამოყალიბებას, ფილტვების, თირკმლისა და გულის მუშაობის  პრობლემას. თავდაპირველად შეიძლება ეს პრობლემები არ  გამოიკვეთოს, მაგრამ თავს დროთა განმავლობაში იჩენს. რაც გამოიხატება ჩვილის  ჩამორჩენილ აზროვნებასა და მის არასრულ განვითარებაში. ხშირად, თამბაქო, ნარკოტიკული საშუალებები და მსგავსი შხამებია მრავალი ანომალიის საფუძველი ახალშობილებში.
--რისგან შედგება თამბაქო?
თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%. აგრეთვე იგი შეიცავს 8,4 მგრ ფისს და მომწამვლელ  საღებავებს. ამას ემატება ამონიუმი,კართოგენი(იწვევს ლოკალურ სიმსივნეებს), მეთანი, ძმარმჭავა, ბუთანი და მრავალი ისეთი ნივთიერება, რომელიც არაა სასურველი ადამიანის ორგანიზმისათვის.
--რატომ ხდება ადამიანი თამბაქოზე დამოკიდებული?
თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის – ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების – ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა,დამოკიდებულება და ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში - ,,ნიკოტინური შიმშილი”.
--დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. 
დიდი მადლობა თქვენ, რო ამ თემით დაინტერესდით. მოვუწოდებ დღევანდელ ახალგაზრდობას და არა მარტო მათ, რომ თავი დააღწიონ ამ მომაკვდინებელ სენს. თუ სურთ ჯანმრთელ და სუფთა გარემოში ცხოვრება.

Комментариев нет:

Отправить комментарий